კიბერუსაფრთხოების ექსპერტები iPhone-ის მომხმარებლებს დამტენი კაბელის სხვისთვის გაზიარებასთან დაკავშირებით მკაცრად აფრთხილებენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი რაიან მონტგომერი ამბობს, რომ iPhone-ის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დამტენს, რეალურად "თქვენ კომპიუტერში ან ტელეფონში ქაოსის გამოწვევა შეუძლია“.
მისი განმარტებით, დამტენ კაბელს, ვებ სერვერთან დამაკავშირებელი დამალული იმპლანტი აქვს, რომელსაც USB კომუნიკაციებთან და Wi-Fi-სთან აქვს წვდომა, რაც საშუალებას აძლევს კლავიატურაზე ღილაკებს დააჭიროს, მოიპაროს პირადი ინფორმაცია, ამოიღოს მონაცემები და სისტემაში შეიყვანოს მავნე პროგრამაც კი.
ეს თაღლითური ჰაკერული მოწყობილობა, სახელწოდებით "O.MG კაბელი“, საჯაროდ ხელმისაწვდომი 2019 წელს გახდა და მისი ღირებულება 180 დოლარს შეადგენდა.
მონტგომერის თქმით, აღნიშნული მოწყობილობის ჩვეულებრივი დამტენისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია და ყველაფერთან ერთად, ის ტელეფონს ჩვეულებრივად ტენის.
”ის შექმნილია იმისთვის, რომ ჰაკერული თავდასხმის სცენარების სიმულაცია გაითამაშოთ და მსგავსი თავდასხმებისგან დაცვა ისწავლოთ. აქამდე ასეთი კაბელი 20 000 დოლარი ღირდა“, - განაცხადა კომპანია Hak5-მა, რომელიც თავის ვებგვერდზე აღნიშნულ მოწყობილობებს ყიდის.