26 აგვისტო 2026,   05:19
ვრცლად
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიო რეიტინგში 11 ადგილით გაუმჯობესდა

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა და ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით დიდი შვიდეულის 3 ქვეყანას გაუსწრო - ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2024 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს მსოფლიოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ზომავს.

რეიტინგში ქვეყნების რანჟირება ხდება მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბალი რისკის ქვეყნებისაკენ. შესაბამისად, რეიტინგის სათავეში ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებია, ქვედა პოზიციებს კი წარმატებული ქვეყნები იკავებენ. ინდექსის თანახმად, საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 4,64 მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია.

2024 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესდა - 102-დან 113-ე ადგილამდე. ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ბევრ წარმატებულ ეკონომიკას, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, იტალიას, კვიპროსს, მალტას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, სინგაპურს, ჰონგ-კონგს და ა.შ.

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის წარმოება სათავეს 2012 წლიდან იღებს. ამ 13 წლიან პერიოდში, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა 33 ადგილით არის გაუმჯობესებული.

დღის ამბები