პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა კონსტრუქციულ ჩარჩოებს დაუბრუნდეს, საჭიროა ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.
მიქანაძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ, შესაძლოა მოხდეს გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა.
"უკვე მერამდენედ, პრემიერმა შესთავაზა, გინდათ საჯარო, გინდათ დახურულ სივრცეში დიალოგის გამართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი დიალოგის ფორმატი არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციურ ოთხ პარტიას ჯამში დაგროვილი აქვს 61 მანდატი და მათ აქვთ ბევრი უფლებამოსილება მოქმედი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.
თუ მათ რაიმეს დამტკიცება უნდათ, თუ ისინი ორიენტირებულები არიან კონსტრუქციულ დიალოგზე, თუ არ უნდათ, რომ რადიკალიზაცია მიმდინარეობდეს ქვეყანაში, მაშინ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში.
თუ მათ აქვთ რაიმე სახის არგუმენტაცია, გამოიყენონ ის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, რასაც პარლამენტი იძლევა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.