26 აგვისტო 2026,   04:34
ვრცლად
დეკანოზი შალვა კეკელია: "ეკლესია ვერასოდეს იქნება მხარე, ორივე მხარეს ჩვენი შვილები არიან... ის ადამიანები, ვინც გუშინ მოვიდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მე ძალიან მიყვარს"

მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მრევლი შეიკრიბა. 5 საათზე ტაძარში ლოცვა დაიწყო, რომელიც 7 საათამდე გაგრძელდება. მამა შალვა კეკელიასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა. ამის შემდეგ სასულიერო პირმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დღეს კი მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად მოქალაქეები მივიდნენ:

"ეკლესია ვერასოდეს იქნება მხარე, წარმოუდგენელია. ორივე მხარეს ჩვენი შვილები არიან და პირიქით, იმ ადამიანებზე, ვინც გუშინ მოვიდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მე მათთვის ვლოცულობ და მე ეს ადამიანები ძალიან მიყვარს, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან. მათ მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, პირიქით, სიყვარული მაქვს მათ მიმართ. ღმერთმა ყველანი გონს მოიყვანოს.

ადამიანები დღეს უბრალოდ გამოვიდნენ, რათა ჩემს მიმართ სიყვარული გამოეხატათ. ამათმა იციან ეკლესია მათთვის რაც არის, მამა შალვას გამო კი არა, ეკლესიის გამო მოვიდნენ და არ შეიძლება ადამიანები ეკლესიას ასე ექცეოდნენ,"- აცხადებს დეკანოზი, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია).

 

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები