"საქართველომ გააუმჯობესა ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ" - ვკითხულობთ ევროსაბჭოს ორგანიზაცია "მანივალის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ განიცადა პროგრესი წინა წლების ანგარიშში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში.
დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს საქართველოსთვის გაცემული 40 რეკომენდაციიდან ამჟამად შეუსაბამობაში მოდის მხოლოდ ერთი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხება.
"აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს მიერ შემოტანილი ცვლილებები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში მეტწილად ეხებოდა ადრე გამოვლენილ ხარვეზებს, რომლებიც რისკის შეფასებასთან და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებთან დაკავშირებულ ზომებს ეხებოდა," - ვკითხულობთ ანგარიშში.