"ლაციოს" წინააღმდეგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. "ლა გაზეტა სპორტის" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ინფორმაციის ქვეშ, ქართველი facebook მომხმარებლების ნაწილი კვარაცხელიას დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს.
"დაგმე ძალადობა, ვგმობთ ძალადობას ორივე მხრიდან, მიჭირს შორიდან ამის ყურება" - ქართველ ფეხბურთელს ამ შინაარსის კომენტარებს უწერენ.
ხვიჩა კვარაცხელიას გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა, მას იოგის დაზიანება აქვს.