27 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
"სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს" - სალომე ზურაბიშვილი

უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები. სახელმწიფო უწყების თანახმად, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები არ შედგეს.

სუს-ის განცხადებას სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სუსის განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევაა.

"სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს "გვამებს", ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის არც "ტიტუშკები" და არც სხვები, აქციები მშვიდობიანად ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, სუს-მა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს - ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი".

დღის ამბები