მოლაპარაკების კარის გახსნა-არ გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის დაუშვებელია, რომ შანტაჟის მექანიზმად იყენებოდეს - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეს ვნებს საზოგადოების განწყობებს. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ევროინტეგრაციის საკითხი არის.
“ერთი საკითხი იყო - მოლაპარაკების კარის გახსნა-არ გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის დაუშვებელია, რომ შანტაჟის მექანიზმად იყენებოდეს. პირველ რიგში ეს ვნებს ჩვენს საზოგადოებაში იმ განწყობებს, რომელიც ჩვენთვის ძვირფასი არის და რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნდეს და ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედაც, რომ ევროინტეგრაციის საკითხი არის.
ახლა მეორე, როდესაც საუბარი იყო პარტნიორობის შეჩერებასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება სწორედ მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხანში ადმინისტრაცია შეიცვლება ვაშინგტონში და ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი იმ გადაწყვეტილებათაგან, რომელიც სურს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მძიმე მემკვიდრეობად დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას. სხვათა შორის ამისი მინიშნებები უკვე არსებობს და ძალიან საინტერესო არის, რომ სწორედ ორი მიმართულებით იყო ამის მინიშნებები.
ერთი მინიშნება იყო სწორედ, როცა ჩვენ ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ კანონი მივიღეთ და ამ კანონთან დაკავშირებით გვქონდა კრიტიკა, ზუსტად იგივე დისკუსია არის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე - გუშინდელი საკითხი, რომელიც იყო ასევე გაჟღერებული, რაც სწორედ გამჭვირვალობის საკითხს ეხებოდა. საუბარი იყო პირდაპირ, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ეფექტურობაზე უნდა იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი ფსონი იდება ამერიკაში დღეს და ის პირი, ვინც უნდა იყოს ზუსტად ამ მიმართულების ხელმძღვანელი, საუბრობს, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს რას ხმარდება ის თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება ქვეყნის გარეთ და ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომ საქართველოც კი იყო ნახსენები და საქართველოში რას ხმარდება, იყო ნახსენები ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამერიკელი, რომელიც მანამდე მეიდანის პროცესებში იყო ძალიან აქტიურად ჩართული და მეიდანის დირექტორად არის ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ეს ძალიან საინტერესო მინიშნებები არის და 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ინაუგურაცია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამე შეიცვლება და რაც მთავარია შეიცვლება მშვიდობის და არა არეულობის სასარგებლოდ,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.