ოზურგეთში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ქ თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, აქციამ მსვლელობით გადაინაცვლა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან. ისმოდა სხვადასხვა მოწოდება, მთავარი მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ახმეტაშიც. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი, აცხადებენ, რომ მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია. აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც მერიასთან შეიკრიბნენ.