კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი და საპატიო წევრის, გიორგი (გიგა) ბათიაშვილის, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად (დაბადებიდან 90 წელი) ორგანიზაცია "აი სტუდიოს“ ავტორობითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ გამოცემული ორენოვანი საიუბილეო წიგნ-ალბომის - „გიგა ბათიაშვილი - მომავლის პროექტები და ხედვა“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, სამხატვრო აკადემიის პედაგოგები, სტუდენტები და არქიტექტორის კოლეგები.