ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მომიტინგეები.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კი მშობლიურ სოფელში, ტამიშში იმყოფება. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდებს, ბჟანია კი თავის მხარდამჭერებს არწმუნებს რომ სიტუაცია უახლოეს დღეებში გამოსწორდება.
აფხაზეთში დაპირისპირების მიზეზი ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებაა, რომელმაც რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში პრივილეგიები უნდა მისცეს.