ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. 12:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ია.
ცესკო აქვეყნებს მონაცემებს ასევე, როგორია აქტივობა რეგიონების მასშტაბით. ყველაზე მაღალი პროცენტი 12:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება რაჭა ლეჩხუმში, რაც 31.25%-ს შეადგენს, ყველაზე მცირე პროცენტი კი აჭარაში, 19.83% ფიქსირდება.
12:00 საათის მდგომარეობთ, მონაცემები კი ასე გამოიყრება:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 21.57%
თბილისი - 23.18%
კახეთი - 23.89%
მცხეთა-მთიანეთი - 23.53%
ქვემო ქართლი - 20.82%
შიდა ქართლი - 21.86%
სამცხე-ჯავახეთი - 22.04%
რაჭა ლეჩხუმი - 31.25%
იმერეთი - 22.01%
გურია - 21.13%
აჭარა - 19.83%
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.