სან-ფრანცისკოს ტექკვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლა. ქართველ სტარტაპერებს საშუალება მიეცათ, ინვესტორებისა და მსხვილი ტექკომპანიების წარმომადგენლებისთვის თავიანთი პროდუქტი და სერვისები წარედგინათ.
დასკვნითი ღონისძიება სან-ფრანცისკოს google-ის ოფისში გაიმართა, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა ტექნოლოგიურ სიახლეებსა და საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.