თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მომხდარ ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ხეს შეეჯახა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროსში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს