თბილისში, გარდაიცვალა ბავშვი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დენმა დაარტყა.
უბედური შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა - 13 წლის ბავშვი, ავტოფარეხის სახურავზე, აწყობდა ანკესს, რომელიც ელექტროსადენს შეეხო და დენი ბავშვზე გადავიდა.
დამწვრობით, ის კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - ბავშვი დღეს გარდაიცვალა.