03 სექტემბერი 2026,   23:10
ვრცლად
"ოსკარზე" წარსადგენად საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევმა კომისიამ ლევან კოღუაშვილის "გურია" 5 ფილმს შორის შეარჩია - კინოცენტრის პროგრამების დირექტორი

ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" "ოსკარის" საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით წარდგენილი ნამუშევარი იქნება. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო.

კინოცენტრის პროგრამების დირექტორის, ლევან დვალის განცხადებით, საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევ კომისიას, ხუთი რეჟისორის ნამუშევარი ჰქონდა წარმოდგენილი. მისი თქმით, ეროვნული არქივის მხარდაჭერით გამართული კინოჩვენებებისა და განხილვის შემდეგ, ფარული კენჭისყრით კომისიამ ლევან კოღუაშვილის "გურია" შეარჩია.

"საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კომისიისთვის კინოჩვენებები ჩატარდა ეროვნული არქივის მხარდაჭერით. 5 განსხვავებული რეჟისორის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი: გიორგი ოვაშვილი, ანა ურუშაძე, ნიკოლოზ ხომასურიძე, ლევან კოღუაშვილი და ნინო ბასილია. მათ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და გამარჯვებული, კომისიის გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრით გამოვლინდა - ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია", - აღნიშნავს კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი.

დღის ამბები