ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს ნიკა გვარამიამ, გია ხუხაშვილმა და გიორგი გიგაურმა - ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.
"ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ მაქვს წარმოდგენა. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე და თვითმკვლელობების ბუნდოვანებაზე, კერძოდ ჯორბენაძეზე. ბუნებრივია, მე არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ღარიბაშვილის წერილიდან გავიგე საერთოდ რომ ასეთი ადამიანი არსებობდა,"- აცხადებს ხუხაშვილი.