თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
შარმანაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ჯორბენაძის ამბავზე "ყველამ ხელი დაიბანა", მათ შორის, აღნიშნული საკითხის წამომჭრელი - ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ადვოკატმაც.
"ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ", - წერს თენგიზ შარმანაშვილი.