05 სექტემბერი 2026,   14:08
ვრცლად
15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში დაშავდა, რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მიუხედავად, გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელიც 21 აგვისტოს შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა, გარდაიცვალა.

გოგონა რამდენიმე კვირის წინ, დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში საბანაოდ ჩავიდა, მან არსებული ინფორმაციით, ცურვა არ იცოდა.

რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გარდაიცვალა.

დღის ამბები