აშშ-ში, კენტუკიში, 1963 წელს დაკარგული ოქროს ბეჭედი იპოვეს. ის მისივე მფლობელის - გლენ გრეგორის საფლავის მოწყობისას აღმოაჩინეს.
როგორც გრეგორის მეუღლე, ბარბარა იხსენებს, მისმა მეუღლემ ბეჭედი მაშინ დაკარგა, როდესაც, თაფლობის თვიდან დაბრუნებულები, საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე, ხეს რგავდნენ. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, წყვილმა ბეჭდის პოვნა ვერ შეძლო.
კაცი გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა და ფერმის ტერიტორიაზე დაკრძალეს. როგორც მისი მეუღლე ამბობს, ცოტა ხნის წინ, საფლავის ქვის მოსაწყობად, მუშები დაიქირავა, რომელთაც, მიწის გათხრისას, 61 წლის წინ დაკარგული ბეჭედი იპოვეს.
ბარბარა ამბობს, რომ, ქორწინების შემდეგ, კაცმა კიდევ ერთი ბეჭედი დაკარგა და გარდაცვალებისას, ხელზე მესამედ ნაყიდი ბეჭედი ეკეთა.
"მესამე ბეჭედი აღარ ჩავაყოლე. ვიფიქრე, შესაძლოა, სამოთხისკენ მიმავალ გზაზე, ისიც დაეკარგა", - ამბობს ქალი.