თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.