უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებს თავისი "სამშვიდობო მისიის" შედეგები და ბუდაპეშტის "სამშვიდობო გეგმა" გააცნო, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "ორბანის გეგმა ახლა ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა".
ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევსა და მოსკოვში მოგზაურობის შედეგად ცხადი გახდა, რომ მხარეები ძალიან მტკიცედ არიან ბრძოლისთვის განწყობილი.
"გარე შუამავლების ჩარევის გარეშე, ჩვენ, სამწუხაროდ, უახლოეს თვეებში ძალიან მძიმე ნგრევას ვიხილავთ", - აღნიშნა მან.
ბალაჟ ორბანის თქმით, აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები პოტენციურ შუამავლებთან: ჩინეთთან, თურქეთთან და დონალდ ტრამპთან.