გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა.
მედიატურის ფარგლებში, მათ დაათვალიერეს პარკი, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და მიიღეს ინფორმაცია იმ ორთვიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც სამინისტრო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს.