პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული და განულებული ოპოზიციური ძალები საკუთარი გადარჩენისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელნი.
"რაც უფრო მეტად გამწვავდება ეს დაპირისპირება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი ამოტივტივდება ზედაპირზე აი ამ პაექრობის გათვალისწინებით, იმიტომ, რომ ისინი უკვე პოლიტიკურად არიან აბსოლუტურად განულებულები, აბსოლუტურად გაკოტრებულები. მათ ფაქტობრივად, დასაკარგი არაფერი აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ რომელიმემ მაინც გადაირჩინოს თავი საკუთარი კურატორის წინაშე," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.