ფინანსური გარიგება, მოსყიდვა, უმადურობა - შიდა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში გრძელდება. მთავარ მოქმედ პირებად კვლავ ანა წითლიძე და ნიკა გვარამია რჩებიან.
გვარამია კვლავ უარს ამბობს წითლიძესთან დებატებზე და მას ნულოვან პოლიტიკოს უწოდებს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი იაგო ხვიჩიასთან გარიგებაში კიდევ ერთხელ ამხელს.
წითლიძემ გვარამიას პასუხი "ფეისბუკ" პოსტით გასცა. ამ დაპირისპირებაში პასუხგაუცემელი რჩება კითხვები 40 მილიონიან გარიგებასთან დაკავშირებით. "ახლების" თავმჯდომარე
"ურეპუტაციო და ნულოვანი წონის პოლიტიკოსთან ეთერში, დებატებზე, რა თქმა უნდა, არ დავჯდები. თან იმის დასამტკიცებლად, რომ 40 მილიონი არ ამიღია. ბოლომდე რომ შეეზილა "ნაცმოძრაობა" იაგო ხვიჩიას ეს მათი არჩევანია, ვინმემ კი არ შეაზილა, შეეზილნენ თვითონ. ეგ დამთავრდება ცუდად. ნიკა გილაურთან მე პირადად მოვხვდი "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნის გავლით,"- აცხადებს აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.
ხოლო, ვინ იყო ის მაღალჩინოსანი, გვარამიამ არ დაასახელა და განაცხადა, რომ არ იტყვის, ვინაიდან ის მისი მეგობარია და დღესაც არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.
"არ ვიტყვი, ის ჩემი მეგობარიც არის და დღესაც არის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს [წევრი].
საარჩევნო კამპანიისთვის ფულის მოძიებაც სავსებით ლეგიტიმური რამ არის და ჩვენ სიებში ადგილები არ გაგვიყიდია. პოლიტიკური თანამდებობებით ვაჭრობის კლასიკა არის საპარლამენტო სიებში ადგილების გაყიდვა. და ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ყოველ არჩევნებზე. დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" ანი წითლიძის პარტიად გადაიქცა, ამ პარტიას რანაირად შეიძლება ეშველოს?"- აღნიშნავს გვარამია.