საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე სამი მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შენობების ფასადები და სადარბაზოები წესრიგდება.
პროექტი 900 000 ლარით ფინანსდება. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.