11 სექტემბერი 2026,   18:53
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - სასამართლომ კიდევ რამდენიმე პირი სამართალდამრღვევად ცნო

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1500-1500 ლარით დააჯარიმა პავლე ტუღუში და დავით გოგნაძე. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ირაკლი კობახიძეს. 500 ლარი დაეკისრა სულხან დვალს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

ასევე, 500 ლარით დაჯარიმდა თენგო თევზაძის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის მოქალაქე თეიმურაზ ფარცხალაძე.  

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სოციალურ სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ოთხი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნულ საქმეებზე თითოეული პირი ცნობილ იქნა სამართალდარღვევად, სახდელის სახედ კი განისაზღვრა ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით." – აღნიშნა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ანი კაკიაშვილმა.

რამდენიმე საქმე განიხილა ზუგდიდის სასამართლომაც. 

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე, ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 176-ე პრიმა მუხლის საფუძველზე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდარღვევად და მას სახდელის სახით განისაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით." - აღნიშნა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, ანდრო გურულმა. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები