25 ივნისი 2026,   11:16
ვრცლად
ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 7 ადამიანი

სომხეთში, ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქდა. დაშავდა შვიდი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

აფეთქებამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარიც. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი თხევადი აირის ავზის აფეთქება იყო.

დღის ამბები