სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური რჩება. 59 წლის რობერტ ფიცო, რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჰენდლოვაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ბრატისლავაში მომდევნო რამდენიმე დღეში დაბრუნდეს. ფიცოს, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ახლო მანძილიდან, ოთხჯერ ესროლეს მუცელსა და მკლავში.