უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტების სამიზნე ხერსონის ოლქი გახდა. თავდასხმას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
რუსულმა ძალებმა უკრაინას "შაჰედის" ტიპის 37 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინელებმა 37-ვე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.