სენაკში, კაცმა 3 მეზობელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა შორის არის გარდაცვლილის ძმა და მეზობელი.
ერთი დაჭრილი, მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.