ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოფილი მდივანი მუშაობას დიპლომატიური მიმართულებით გააგრძელებს - ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დანიშნა.
"უფრო კონკრეტულად, მე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე დავამტკიცე. იგი უკრაინისთვის სამომავლო მუშაობის მსგავსი ხედვის შესახებ მესაუბრა“, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა დანილოვი 26 მარტს გაათავისუფლა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.