25 ივნისი 2026,   01:21
ვრცლად
ისრაელის განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში კიდევ ათობით პალესტინელი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზის სექტორში, ისრაელის განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, ათობით პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, 15 ადამიანი სპორტულ ცენტრში, სადაც თავს ასობით დევნილი აფარებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის არმია გააფართოებს თავის კამპანიას ჰეზბოლას წინააღმდეგ.

"ჩვენ მივაღწევთ ყველგან, სადაც მათი ორგანიზაცია მოქმედებს - ბეირუთში, დამასკოში და უფრო შორეულ ადგილებში", - განაცხადა იოავ გალანტმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარის ღირებულების ბომბებსა და სამხედრო თვითმფრინავებს გაუგზავნის ისრაელს, იმის პარალელურად, რომ დასავლელი მაღალჩინოსნები ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვენ.

დღის ამბები