რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოთხი მამაკაცი, რომელიც "კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი, რუსეთ-უკრაინის საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
”სპეციალურმა სამსახურებმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან, დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი მათგან, ვინც "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს“, - ამბობენ უწყებაში.
რუსული მედია, უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ დაკავებულებს "უკრაინულ მხარესთან შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ".
"რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, კრიმინალები აპირებდნენ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. მათ უკრაინულ მხარესთან შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ“, - წერს რუსული მედია.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მხვერპლთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.