ახმეტელის მეტროში მგზავრებს არ უშვებენ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, ტექნიკური შეფერხებაა, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთში აღმოიფხვრება.
"მცირე ხნით შევაჩერეთ მოძრაობა მეტროსადგურ "ახმეტელიდან" "გურამიშვილის" მიმართულებით, მატარებლები იმოძრავებენ მხოლოდ გურამიშვილიდან ვარკეთილამდე და პირიქით. მიზეზი არის ტექნიკური ხარვეზი და ჩვენი მონაცემებით დაახლოებით ამას 10-15 წუთი დასჭირდება,"- აცხადებენ კომპანიაში.
განახლება (14:11): როგორც "რუსთავი 2"-ს აცნობეს, ტექნიკური შეფერხება აღმოფხვრილია და მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.