18 სექტემბერი 2026,   17:57
ვრცლად
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, რამდენიმე ბაღში სავარაუდო მასშტაბური ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. 

"ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. 

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის, თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები