18 სექტემბერი 2026,   15:34
ვრცლად
"არ მინდა სლოვაკეთი მე-5 მუხლის ამოქმედების გამო რაიმე სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩართული" - რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ სურს, ნატოელი მოკავშირეების დასაცავად ქვეყანა ომში ჩაერთოს. რობერტ ფიცოს განცხადებით, ბრატისლავა შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში, "მე-5 მუხლის" მიზეზით, კონფლიქტის ზონაში ჯარის გაგზავნას არ აპირებს. ფიცო ევროპელ ლიდერებსაც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მუდმივად ომზე საუბრით ისინი რეალური საიმიგრაციო თუ ეკონომიკური კრიზისების გადაფარვას ცდილობენ.

"გთხოვთ, ნუ შეაფასებთ ამას სათანადო სერიოზულობის გარეშე. საერთო ევროპული სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით, ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა. ჩვენ მშვიდობისმყოფელები და პაციფისტები ვართ. არა. არ მინდა, სლოვაკეთი მე-5 მუხლის ამოქმედების გამო რაიმე სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩართული. დიახ, ჩვენ ნატოს წევრები ვართ. ვაფასებთ ალიანსში ყოფნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სლოვაკეთი არასოდეს აღმოჩნდეს სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული", - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

"არ მინდა, სლოვაკეთი მე-5 მუხლის ამოქმედების გამო რაიმე სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩართული" - აცხადებს ფიცო.

 
 
 
დღის ამბები