ჰესი, რომელსაც საფუძველი 1927 წელს ჩაეყარა და საუკუნოვანი ისტორია აქვს. ზაჰესი - საქართველოში ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰესი იყო, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ზაჰესიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს - გეგმა ამბიციურია, თუმცა - რეალური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ამბიცია საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ენერგეტიკა როგორც არა მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტორი. მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
ვისაც ენერგია აქვს, შესაძლებლობა აქვს. ვისაც ენერგეტიკული უსაფრთხოება აქვს, მას მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებაც აქვს. ამიტომ ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიული როლის განმტკიცებას უკავშირდება.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს "საქართველოს ენერგეტიკოსის საპატიო წოდება" მიენიჭა.