22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოებისთვის, წყლის რესურსების მოფრთხილების შეხსენებაა.
წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. განსაზღვრეს მასში ფიზიკურ- ქიმიური პარამეტრები, ასევე სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები.