25 ივნისი 2026,   09:43
ვრცლად
ოპერაცია ენოტს ადევნებული და გამოქვაბულში გაჭედილი ლეკვის დასახსნელად - ალაბამაში მაშველებმა საფრთხეში ჩავარდნილი ძაღლის პატრონისთვის უვნებლად დაბრუნება შეძლეს

აშშ-ში, ალაბამას შტატში, მაშველებმა გადაარჩინეს ლეკვი, რომელიც გამოქვაბულში ენოტს დაედევნა და ქვებს შორის გაიჭედა.

"ჩვენთან დაკავშირებამდე, ძაღლის გადარჩენა სცადეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ამ დროს არავინ დაშავებულა. ჩვენ შევძელით შეშინებული ცხოველის გარეთ წარმატებით გამოყვანა", - აცხადებს ერთ-ერთი მაშველი.

ლეკვს დაზიანება არ აქვს.

"ის ცოტა სველი, გაყინული და მშიერი იყო. საბედნიეროდ, უვნებელი გადარჩა“, - აცხადებს მაშველი.

დღის ამბები