25 ივნისი 2026,   13:40
ვრცლად
უკრაინაში სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაიბომბა - არის მსხვერპლი

უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, მათ შორის დედაქალაქ კიევში, დრონების საფრთხის გამო.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არის მსხვერპლი. შეტევა იყო ხარკოვზეც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინის საჰერო თავდაცვის ცნობით, ოდესასა და მიკოლაივის რაიონებში 14 დრონი ჩამოაგდეს. აფეთქებები იყო დნიპროპეტროვსკის, პოლტავისა და ხმელენცკის ოლქებშიც.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნათლად განაცხადა, რომ აპირებს შავი ზღვის ფლოტის დაცვას უკრაინული თავდასხმებისგან და ამისათვის შესაძლოა შავი ზღვის ფლოტის მეთაური შეცვალოს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან - უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაშია მიმდინარე წლის ბოლომდე.

დღის ამბები