უკრაინაში ომის 752-ე დღეა - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დღის განმავლობაში, 50 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
წარმატებას აღწევს უკრაინაც, რომელმაც რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. შედეგად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
"ბოლო კვირების განმავლობაში, უკვე ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს სისუსტეები და ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი იარაღით მივაღწიოთ ამ სისუსტეებამდე. იგრძნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება.
მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის გაძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინული შორი დისტანციური შესაძლებლობები – რის გაკეთებაც საკუთარ თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.