რუსეთში მერვე საპრეზიდენტო არჩევნები გრძელდება. პროცესი პარასკევს დაიწყო და დღეს დასრულდება. რეგისტრაცია ოთხმა კანდიდატმა გაიარა. ხმების დათვლა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.
არჩევნების დროს, პირველად, დისტანციური ონლაინ ხმის მიცემა რამდენიმე რეგიონში განხორციელდა.
ფორმალური კონკურენტების სიმცირის გამო, მესამე დღეა, შეზღუდულია არჩევნების მონიტორინგიც. საერთაშორისო დამკვირვებლები ხმის მიცემის პროცესს არც დღეს ესწრებიან.