25 ივნისი 2026,   02:53
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რაფაჰში შეჭრის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რაფაჰში შეჭრის გეგმა დაამტკიცა. ბენიამინ ნეთანიაჰუ მილიონ 500 000 პალესტინელის ევაკუაციას გეგმავს.

ჰამასი ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას კიდევ უფრო სასტიკი გენოციდის მცდელობად აფასებს. ნეთანიაჰუ კი ამ შეფასებას სასაცილოს უწოდებს. გაერო, გერმანია და ნიდერლანდები ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერი სტეფან დუჯარიკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

"რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება ღაზის მოსახლეობისათვის, ეს იქნება ჰუმანიტარული ტრაგედია პალესტინელებისთვის და მთელი რეგიონისთვის. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და იმედი მაქვს, მხარეები იპოვიან გზას კონფლიქტის მოგვარებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ჰამასმა აუცილებლად უდა გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ისრაელელმა და პალესტინელმა ხალხმა შეძლონ დაახლოვება,"- აცხადებს დუჯარიკი. 

დღის ამბები