25 ივნისი 2026,   01:24
ვრცლად
ისრაელის სამხედროები, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დახმარების ცენტრზე თავდასხმას უარყოფენ

ისრაელის სამხედროებმა, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დახმარების ცენტრზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი პირი დაშავდა, უარყვეს.

ისრაელი სახმელეთო შეტევამდე ღაზის სექტორის სამხრეთით რაფაჰში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანას "ჰუმანიტარულ" ზონებში გეგმავს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ დასავლეთ სანაპიროზე რამალაში ორი დასახლების მიმართ სანქციები გამოაცხადა. ეს პირველი ეკონომიკური შეზღუდვის დაწესებაა პალესტინის ტერიტორიაზე არსებული ისრაელის საგუშაგოების მიმართ.

პარალელურად, შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ჩაკ შუმერმა ნეთანიაჰუს მთავრობა "მშვიდობის დაბრკოლებად" მოიხსენია და მას "ახალი არჩევნების" ჩატარებისკენ მოუწოდა.

განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის ომის კაბინეტის წევრი. ბენი განცის თქმით, სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელის მეგობარია, თუმცა შეცდომა დაუშვა, რადგან მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები განსაზღვრავენ, ვინ იქნებიან ქვეყნის ლიდერები.

დღის ამბები