ახლო აღმოსავლეთში ომის 160-ე დღე - ისრაელის ძალები ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში სამხედრო საბრძოლო ოპერაციებს აწარმოებენ. საჰაერო თავდასხმა მოხდა "ჰამასის" ოპერაციულ ერთეულზე.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებმა "ჰამასის" რამდენიმე წევრი დააკავეს, მათ შორის - დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო თავდასხმას რაფაჰის ლტოლვილთა სააგენტოს შენობაზე.
გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ღაზაში, 4 თვეში, იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს სხვა კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში.