ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - ევროპელმა კანონმდებლებმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს.
დოკუმენტში, რომელიც არ არის სავალდებულო ხასიათის, ნახსენებია, რომ რუსეთი კვლავაც სერიოზულ გავლენას ახდენს სომხეთის ეკონომიკაზე. ამიტომ, ერევანმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოსკოვის მიმართ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროპულ კომპანიებსა და ინვესტორებს, გაამყარონ სომხეთთან ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები.
გარდა ამისა, რეზოლუციის ავტორები გამოდიან მოწოდებით, დაკმაყოფილდეს ერევნის თხოვნა, რომ დახმარება აღმოუჩინონ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს.