25 ივნისი 2026,   11:10
ვრცლად
შვედეთის ნატოში მიღების ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება - თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანა NATO-ს 32-ე წევრი ქვეყანა ხდება

რამდენიმე საათი რჩება შვედეთის ნატოში მიღების ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე - ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრია. გადაწყვეტილება ძალაში თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 7 მარტს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში გააკეთეს.

ფინეთი ალიანსში ზუსტად ერთი წლის წინ გაწევრიანდა, შვედეთის ნატოს წევრობას კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობა აფერხებდა, თუმცა საბოლოოდ ყველა დაბრკოლება გადაილახა.

 

დღის ამბები