საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას გეგმავს - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიზანი ომში მყოფი ქვეყნის დახმარებაა. წარმოების დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
"ჩვენ არ ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს უკრაინის დასახმარებლად. საჭიროა მეტი ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას სამი კომპანია, რომელიც დაიწყებს უპილოტო თვითმფრინავების, სახმელეთო ტექნიკისა და სათადარიგო აღჭურვილობის წარმოებას. მომავალში, შესაძლოა დავიწყოთ საბრძოლო მასალის დამზადებაც. ამის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ უკრაინის ხელისუფლებასთან," - აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ.