25 ივნისი 2026,   14:04
ვრცლად
ირანში არჩევნები იმართება - მოქალაქეთა აქტივობა ძალიან დაბალია

ირანში არჩევნები იმართება. ისლამური რესპუბლიკის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები სარჩევნო უბნებში მიდიან, რათა კენჭი უყარონ პარლამენტსა და ექსპერტთა ასამბლეას, რომელიც შემდეგ უზენაეს ლიდერს ირჩევს.

წელს საპარლამენტო არჩევნებში 290 მანდატისთვის კანდიდატების რეკორდული რაოდენობა, 15 200 კანდიდატი დამტკიცდა, მაგრამ რეფორმისტების ბანაკიდან მხოლოდ 30 მათგანია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი არჩევნებია ქვეყანაში 2022 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის საპატიმროში გარდაცვალებას მოჰყვა. აქტიურობა არჩევნებში ძალიან დაბალია. ამჟამინდელმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ამ თანამდებობას სამ ათეულ წელზე მეტია იკავებს, ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები